ვალერიან ვეკუა

მაისი 11, 2016

ვალერიან ვეკუა – ჩემო სტუმარო

10967204_863011723740713_1061173014_o
“კარგო სტუმარო,
დაუვიწყარო,
შესვი, გაამოს
ეს წმინდა წყარო”.

აკაკი წერეთელი

ჩემო სტუმარო,
მორცხვად ნუ ხარო,
მსურს გადღეგრძელო,
ყანწი დავცალო.

გითხრა სალხინო,
რომ მოგალხინო…
შენც გაიხარო,
მეც გამახარო…

ფეხბედნიერო,
ღვთისაგან ხარო,
მოლხენის წყაროვ,
სუფრის მზე ხარო…

Create a free website or blog at WordPress.com.