ვალერიან ვეკუა

ივნისი 26, 2012

ვალერიან ვეკუა – ღორონთიშა ვაგარტინე

Filed under: Uncategorized — georgianeli @ 9:47 PM

რულ’ქ სოდგარენი მერტუ,
გეგნაჩირთუ შქა სერს ბრელ’ქ,
ქავოსქიდი სერის ხვალე
უკუმელაშ მათხილექ…

მიდურთუმუ დრო დო ხანს,
სერის დღაში ქოთირანს,
შარა, კოჩის მუკნაულა
მურიცხეფშა მიონჭანს.

გორჩქინელი არძა ურსუ,
ქიანა სახეს ითირანს,
ღორონთიშა ვაგარტინე,
მუშ ბირგულშა მეიონანს.

ვალერიან ვეკუა – ბრბო და ბარაბა

იღვრება სისხლი, თან, იუდას ისმის ხარხარი,
შემოვკრათ ზარი, გზას გვინათებს მაცხოვრის ჯვარი.
ფარისევლები თვალში ისევ ნაცარს გვაყრიან…
აქვთ ვაი-ვიში, მასკარადი, დავიდარაბა.
პილატე ისევ ხელებს იბანს ბილწი ღიმილით,
წუთისოფლად კი ერთად ვლიან ბრბო და ბარაბა.
ჯვარცმაზე მეტი არ არსებობს ჭეშმარიტება,
გვწამდეს სიკვდილი სიკვდილითვე დაითრგუნება.

ივნისი 14, 2012

ვალერიან ვეკუა – ჩემთან ერთად გიხაროდა

Filed under: Uncategorized — georgianeli @ 6:19 AM

დედას

ჩემთან ერთად გიხაროდა,
ჩემთან ერთად წუხდი,
სული ზეცას მიაბარე,
აღარ დამიბრუნდი…

ვგრძნობდი, ბევრის თქმა გინდოდა,
ვიცი, რატომ დუმდი…
წუთისოფლის გაგყვა დაღი-
სასტიკის და მრუდის…

არ გხიბლავდა ფუფუნება…
ძოწი, იაგუნდი…
მჯერა, ცაში დაგაცილებს
ანგელოზთა გუნდი…

Create a free website or blog at WordPress.com.