ვალერიან ვეკუა

ნოემბერი 27, 2019

ვალერიან ვეკუა – მელანქოლია

ჩუმი აისი, ქათქათა ზეცა,
ფიქრების ნისლში ცა ჩამომექცა…
სოხუმი, როგორც თეთრი თოლია,
ჩემი დარდი და მელანქოლია…

არის სამება და არის ჯვარცმა,
სოხუმი წმინდა სალოცავია…
სხა სალოცავი აღარ მქონია…
მელანქოლია, მელანქოლია!!!..

მახვილით მოვა, მოვა მესია,
ყველა მოიმკის, რაც უთესია…
სანთელ-საკმევლის გზა ნათელია…
მელანქოლია, მელანქოლია!!!..

თებერვალი 11, 2011

ვალერიან ვეკუა – ზვიადი

ედაზენიდან დარეკავს ზარი,
ალმოხდილს დაგლოცს მეფე თამარი…
ბრძვი ცხებული, რომ ხარ ნეტარი,
მბოხებული ერის მხედარი…
ევებს შეები მხნედ, უშიშარი,
ტვირთე, დაგაქვს, მამულის ჯვარი…
ელათს შემოკრბა დავითის ჯარი,
ლავერდს უკრავს მაცხოვრის ქნარი…
ესიას ელის წმინდა ლაშარი,
ამების ძალი ერთარსი არი…
ღარ ჩამქრალა ჯერაც ლამპარი,
ანძთა და ბანა, დიდი კლდეკარი…
ტეხი, ვითარც გიორგის ფარი,
იონს გასძახის მცხეთიდან მტკვარი…
არუბანდს მივა ქრისტეს ლაშქარი,
სმის ოსანა, შემოვკრათ ზარი…
ჰა, განიხვნა ცაზე ზეკარი.
ნიკოფსიაზე დავდოთ საზღვარი…

მკათათვის 16, 2007
ქ. თბილისი.

Blog at WordPress.com.