ვალერიან ვეკუა

ნოემბერი 21, 2019

ვალერიან ვეკუა – სინათლის სხივი

საოცარია ღმერთი, ძალა სინათლის სხივის,
მოაქვს საკანში სინათლე და სალამი დილის…

სარკმლიდან მოჩანს, ჭადრაკივით, ნაგლეჯი ზეცის,
პატარა, მაგრამ დამთრგუნველი სასოწარკვეთის….

ადამიანი იბადება თავისუფალი,
არავის ძალუძს, გონი გახდეს ტყვე, პატიმარი…

სულს სიდიადეს რომ ანიჭებს ციდან უფალი,
უმთავრესია საბოლოო, ღვთიური მ ს ჯ ა ვ რ ი …

ნოემბერი 4, 2013

ვალერიან ვეკუა – ქრისტეს გზა, თუ სინგაპური?

ცოდვილ მიწაზე მადლი ჰქმენი, თესე სიკეთე
შეგეწიება, უფალს სთხოვე არსობის პური,
მამულისათვის პატრუქივით თუკი აენთე,
მუსრე ურჩხული, გამოიბი მუხლები მგლური.

რწმენა ისაა, ღმერთს მიუძღვნა გონი და გული,
იტვირთე ჯვარი, ერისათვის იყავ დაგული,
ერს დაესმება მაშინ დაღი სატანისტური,
აქ თუ აშენდა ბაბილონი, თუ სინგაპური.

ბარაბას გზაზე შემდგარია მრევლი მრავალი,
ვერ გაიმარჯვებს ვერასოდეს ამ გზით მავალი,
მხოლოდ გოლგოთა, მხოლოდ ჯვარცმა და გზა მართალი,
ქრისტეს გზის გარდა სხვა არ არის გამოსავალი.

ქ. თბილისი
27.09.2013 წ.
ჯვართამაღლება

Create a free website or blog at WordPress.com.